დამავიწყდა დამეწერა რომ საიტი თვეზე მეტია ჩართულია.შეგიძიათ ნახოთ აქ http://strate.ge/
როგორც ხედავთ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი დამიმატებია ბლოგისთვის.ამას ერთი კონრეტული მიზეზი აქვს, მთელი ჩემი ენერგია ამჟამად მიამრთულია სრულფასოვანი საიტისკენ, რომელიც რათქმაუნდა ბლოგზე არსებულ თემატიკაზე იქნება დაკავშირებული !
საიტის მისამართია www.strate.ge გაიშვება დაახლოებით თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში!
Posted in სხვადასხვა | Tagged სიახლე, სტრატეგია, news, www.strate.ge | 1 Comment »
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა
(გიორგი გოგაშვილი)
შესავალი
ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აქტიურად იხმარებოდა, ხოლო 1996 წლიდან, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა, სახელმწიფო დონეზე იწყება უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა. იმ დღიდან მოყოლებული ამ თემაზე ბევრი ითქვა და მრავალიც დაიწერა, მათ შორის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რისთვისაც 1996 წელს 75 კაციანი კომისიაც კი შეიქმნა. მიუხედავად უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა, დღემდე ვერ მოხერხდა ეროვნულ უსაფრთხოების პოლიტიკურ პროცესსა და ეროვნული ძალაუფლების ელემენტებს შორის ლოგიკური, გამჭვირვალე კავშირის დამყარება, რაც აგვისტოს მოვლენების განხილვის დროს თვალნათლივ გამოჩნდა.
წარმოდგენილი ნაშრომი, ავტორის მცდელობაა ქართული სახელმწიფოს რეალობიდან შეხედოს და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების ტერმინოლოგიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება სტრატეგიის დღევანდელ გაგებას, რომლის მრავალი ფილოსოფიური, თეორიული თუ ნორმატიული განმარტება არსებობს შესაბამის ლიტერატურაში. ამასთან ერთად, თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები, ეროვნული ძალაუფლების ელემენტები, საფრთხეები, გამოწვევები, და ა.შ. საქართველოში სხვადასხვა მიზნითა და შინაარსით იხმარება რაც, ხშირად, საზოგადოებას ხელს უშლის ჩაწვდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ლოგიკას. უფრო მეტიც, ავტორის აზრით, ერთიანი, შეთანხმებული ტერმინოლოგიის პრობლემა მწვავედ დგას ხელისუფლებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რამეთუ ეს აფერხებს გასაგები ინტერესების, მიზნების, საშუალებების და შესაბამისად სტრატეგიის ფორმულირებას. აღნიშნული პრობლემა, ავტორის აზრით, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პოლიტიკური პროცესი, ერთის მხრივ გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და მეორეს მხრივ, მოიპოვებს საყოველთაო მხარდაჭერას ამდაგვარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის.
შემდგომ, ავტორი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების ზოგად პრინციპებს. დასავლურ, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი შეეცდება მკითხველს დაანახოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები ქართული სახელმწიფოს რეალობაში.
I სტრატეგია
ისტორია
დასავლურ ცივილიზაციაში სიტყვა სტრატეგია ძველი საბერძნეთიდან შემოვიდა და სამხედრო ხელმძღვანელს ნიშნავს. STRATOS – არმია, ჯარი Ago – ხელმძღვანელობა, მართვა. ანალოგიურად, სიტყვა Strategos – არჩეულ გენერალს ნიშნავდა ძველ ათენში. ამ პერიოდისათვის სამხედრო ლიდერები თავის თავში აერთიანებდნენ როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკურ ძალაუფლებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, პოლიტიკასაც სხვა მნიშვნელობა ენიჭებოდა . სტრატეგიის დღევანდელი მნიშვნელობით გამოსახატავად ბერძნებს ალბათ Stratagos Sophia – გენერლის სიბრძნე უნდა ეხმარათ. დაახლოებით ამავე აზრის გამომხატველი ტერმინები, მაგალითად Strategicos – გვხვდება ბერძენ ფილოსოფოს ონისანდერთან აგრეთვე Strategicon – მოგვიანებით “ომის სახელმძღვანელოში” გვხვდება მაურიციუსთან . საინტერესოა აგრეთვე სტრატეგიასთან ასოცირებული ერთ-ერთი უძველესი ტერმინი Stratagemata – რაც ფრონტინიუსის ლათინური ნაშრომის ბერძნული სახელწოდებაა .
როგორც სამხედრო ისტორიკოსები აღნიშნავენ, გვიანდელი რომის იმპერიიდან მოყოლებული, ბერძნული სიტყვა “შტრატოს” უცნობი იყო დასავლეთისათვის. მაგალითად, შუა საუკუნეებში ომის წარმოებას “რაინდული ხელოვნება” ერქვა. მოგვიანებით რაინდობა განადგურდა და შემდგომ, მაკიაველის ეპოქაში, “რაინდული ხელოვნების” ნაცვლად “სამხედრო ხელოვნება” მკვიდრდება. XVIII საუკუნის ბოლოსათვის უპირატესობა რაციონალურ აზროვნებას ენიჭება და სამხედრო ხელოვნების ნაცვლად სამხედრო მეცნიერება გამოიყენება. ამავე პერიოდს უკავშირდება პირველი სამხედრო აკადემიების დაარსებაც.
ამ პერიოდისათვის იკვეთება აგრეთვე არსებითი განსხვავება სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის. სიტყვა “ტაქტიკა” წყობას ნიშნავდა და განისაზღვრებოდა, როგორც ბრძოლის წარმოების პროცესი. “სტრატეგია” კი მოიცავდა ყველაფერს რაც წინ უძღოდა ომის დაწყებას, რაც ხდებოდა ომის დროს და მის შედეგადაც.
Posted in საქართველო, უსაფრთხოების საკითხები, ყველა ერთად | Tagged ეროვნული პოლიტიკა, ლაიდერ ჰარტი, მიოლტკე უფროსი, ომი, პოლიტიკა, საწლმწიფო, სტრატეგია, უსაფრთხოება | Leave a Comment »
წარმოგიდგენთ ბტ. გიორგი გოგაშვილის ნაშრომს
საქართველოს სამხედრო სტრატეგია-
კონცეპტუალური ხედვა
შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში- “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”
ავტორის შესახებ
თადარიგის გენერალი გიორგი რევაზის ძე გოგაშვილი, დაიბადა 1960 წელს, თბილისში.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992-2004 წლებში.
1992-96 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველო¬ში (სამხედრო დაზვერვა) და სხვა ოფიცრებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული სამსახურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
1996 წლიდან აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულებამდე, მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის ფორმულირებასა და განვითარებასთან. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის სამხედრო ინსპექტორი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექციის უფროსი. 2003 წელს, როგორც თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი, ხელმძღვანელობდა სამხედრო წვრთნისა და განათლების სისტემის განვითარებას. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო საქართველო – აშშ ორმხრივ თავდაცვით კონსულტაციებში, სადაც წარადგინა ქართული მხარის ხედვა საქართველოს სამხედრო სტრატეგიის შესახებ.
2004 წლიდან, გ. გოგაშვილი, როგორც ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობს აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტთან და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან, მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებზე გამართულ შეხვედრებსა და სემინარებში. არის მეცნიერებათა მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც მას მიენიჭა 2003 წელს, აშშ თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ.
საქართველოს სამხედრო სტრატეგია
კონცეპტუალური ხედვა
შესავალი
ითვალისწინებს რა ეროვნული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს, შეირღებული ძალების დღევანდელ მდგომარეობას, მის მიზნებსა და ამოცნებს, ისევე როგორც ქვეყნის სტრატეგიულ რესურსებს, წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვა განსაზღვრავს ქვეყნის შეიარღებული ძლების ფუნქციონალური და სტრუქტურული ორგანიზების, განათლების, წვრთნისა და აღჭურვის, გამოყენების, კონტროლისა და მართვის ზოგად პრინციპებს. აღნიშნული დოკუმენტი, შეჯერების შემდეგ, შესაძლოა გახდეს საფუძველი სამხედრო სტრატეგიის განსავითრებლად, რაც გულისხმობს ჩამოყალიბებული პრინციპების შემდგომ სრულყოფასა და მათი გამოყენებით ეროვნული სამხედრო მიზნების დაკავშირებას არსებულ სამხედრო-სტრატეგიულ რესურსებთან.
ეროვნული უსაფრთხოების გარემო
• გამომდინარე 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი რეალობიდან, რუსეთის ფედერაცია მოიაზრება აგრესორად, მთავარ სამხედრო მოწინააღმდეგედ და დაბრკოლებად საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისა და განმტკიცების გზაზე.
• დღეისათვის სახეზეა რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილების შედეგად გამოწვეული არასტაბილურობა რომელიც სხვა მადესტბილიზირებელი ფაქტორების (სეპარატიზმი, ტერორიზმი, იარაღით უკანონო ვაჭრობა, კრიმინალიზაცია და სხვა) თანხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა გადაიზრდოს საშუალო და სრულ მასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტში;
• რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სა და ევროპისათვის საქართველოს აძლევს შანსს გააღრმაოს თანამშრომლობა, განმტკიცოს მშვიდობა და შეამციროს შეირაღებული კონფლიქტების განვითარების შესაძლებლობა;
• არსებული უსაფრთხოების გარემო საქართველოს ანიჭებს შესაძლებლობას მოახდინოს ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში და გარდაქმნას შეიარაღებული ძალები რისკის დასაშვები ლიმიტის ფარგლებში.
Posted in ომის თეორია | Leave a Comment »
წარმოგიდგენთ ნაშრომს- ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები.
ნაშრომს შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში- “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”
ანოტაცია
ნაშრომი ეხება სახელმწიფოს სისტემური მოდელის განხილვას. დაზუსტებულია ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნისას მოიხმარება. ნაჩვენებია, რომ როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების სტრატეგიაზე და შესაბამისად ისაზღვრება საფრთხეები, აუცილებელია მათი კლასიფიცირება იმ ძირითადი სისტემების მიხედვით (ცხრა), რომლებიც სახელმწიფოს, როგორც ამ სისტემათა მეტასისტემის სტრუქტურას (მატრიცას) ქმნიან.
ავტორის შესახებ
ალექსანდრე მჭედლიშვილი- დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქ.მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოფიზიკურ ექსპედიციაში. 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (სამხედრო დაზვერვა). 2000–2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსი. გაიარა სტაჟირება აშშ, თურქეთისა და რუმინეთის უმაღლეს სამხედრი–პოლიტიკურ კურსებზე. 2004 წლიდან თადარიგში. ბოლო სამხედრო წოდება – ბრიგადის გენერალი. 2003 წლიდან გეო–სტრატეგიული კვლევების ჯგუფის თანადამფუძნებელი.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები
სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრატეგია ქვეყნის კონსტიტუციასთან ერთად წარმოადგენს სახელმწიფოს არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელ ძირითად დოკუმენტს.
კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს ფორმას, მოწყობას, მართვის სისტემის აგებულებასა და იმ ძირითად ღირებულებებს, რისთვისაც მოწოდებულია იარსებოს სახელმწიფომ.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ის ძირითადი საპროგრამო თეზისები, რომელთა ცხოვრებაში გატარება, ე.ი. მათი სხვადასხვა სფეროში პროგრამად ქცევა, უზრუნველყოფს სახელმწიფოს უსაფრთხო არსებობასა და განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია შეიცავს იმგვარ დებულებებს, რომელიც პრაქტიკულად მუდმივია სახელმწიფოს არსებობის მანძილზე, მასში აისახება ისეთი საკითხებიც, რომელთა გადაჭრა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის საჭიროა დროის მოცემულ მონაკვეთში. საკითხის მოგვარების შემდეგ კი იგი იხსნება დღის წესრიგიდან. (მაგალითად, დღეისათვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება. აღდგენის შემდეგ დარჩება მხოლოდ შენარჩუნება). ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, სახელმწიფო განვითარებისათვის აუცილებელი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მთლიანად ეყრდნობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, როგორც დოკუმენტი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (პრინციპებს):
Continue Reading »
Posted in უსაფრთხოების საკითხები, ყველა ერთად | Tagged განმარტება, ერვნული ღირებულებები, ინტერესები, ომი, სახელმწიფო, სისტემა, სოციალური, სოციუმი, უსაფრთხოება | Leave a Comment »
ნაშრომი დაწერილია 2007 წელს, თუმცა დღემდე აქტუალურია…
მსოფლიოში მიდინარე მოვლენებზე ერთი თვალის გადავლებითაც ნათელი ხდება რომ ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა მომავლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკური მოვლენა იქნება.ჩემი აზრით, თუ კი გავითვალიწინებთ
ა.შ.შ.-ის ეროვნულ ინტერესებს,ირანის გეოპოლიტიკურ ამბიცებსა და მის აშკარა სურვილს განახორციელოს ატომური პროგრამა, ნათელი გახდება, რომ წარმოიშობა ა.შ.შ.-სა და ირანის ინტერესთა კონფლიკტი, რის გამოც ა.შ.შ. ყველაფერს გააკეთებს, რეგიონში მისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და გასატარებლად.
დასაწყისისითვის მართებულად მიმაჩნია გავეცნოთ ა.შ.შ-ის ნაციონალურ ინტერესებს.
ა.შ.შ-ის უმთავრესი ინტერესებია-ენერგიის წყაროებზე თავისუფალი დაშვება, არ დაუშვას მტრული ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში, ბრძოლა მასაბრივი იარაღის გავრეცელების წინააღმდეგ და ბრძოლა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ.ამ ინტერესთა ჩამოყალიბება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:
• ცივი ომის დასრულების შემდეგ ბრძოლა ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის დასრულდა ამ უკანასკნელის გამარჯვებით და მხოლოდ ის ქვეყნები შეძლებენ მომავალში ჰარმონიულ განვითარებას რომლებიც იზიარებენ დემოკრატიის ზოგადსაკაცობრიო პრინციპეპს.
• დღეს დღეობით ა.შ.შ-ს არ ჰყავს ტოლი სმხედრო და ეკონომიკურ სიძლიერეში.ქვეყნის ტრადიციებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე ა.შ.შ. არ შეეცდება თავისი სიძლიერის ერთმხრივ გამოყენებას, არამედ შეეცდება ისეთი ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებას რომელიც ზოგად საკაცობრიო დემოკრატიული პრინციპებისა და დამოუკიდებელი ქვეყნების თავისუფალ განვითარებას შეუწყობს ხელს.
• ა.შ.შ-ს ვერცერთი ქვეყანა ვერ ემუქრება დაპყრობით და მისთვის ე.წ. არშემდგარი სახელმწიფოები და მათ წიაღში წარმოქმნილი ექსტრემისტური და ტერორისტული ძალები უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე თვითონ ქვეყნები.
ამ და სხვა საერთაშორისო გარემოებებიდან გამომდინარე ა.შ.შ-ს გაჩნია საერთაშორისო სტრატეგია, რომლის ძირითადი მიზნებია:
• საერთაშორისო კავშირების გამყარება ტერორიზმის დასამარცხებლლად და ა.შ.შ.-სა და მისი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
• სხვა ქვეყნებთან ერთად რეგიონალური კონფლიკტების დეესკალაციის უზრუნველყობა.
• მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და ბირთვული მუქარისგან, ა.შ.შ-სა და მისი მოკავშირეების დაცვა.
• ეკონომიკის გლობალური განვითარების საფუძველთა ჩაყრა, თავისუფალი ბაზრების განვითარებისა და თავისუფალი ვაჭრობის ბრინციპებზე დაყრდნობით.
• იმ ქვეყნების რიცხვის ზრდა რომლებიც, განვითარების იმ გზაზე დგანან, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების გახსნილობასა და დემოკრატიული
ინფრასტრუკტურების შექმნას.
განსაკუთრებით გამოსაყოფია ა.შ.შ.-ს ისეთი სასიცოცხლო ინტერესი, როგორიცაა ენერგეტიკულ წყაროებზე მისი შეუფერხებელი დაშვება.შესაბამისად ნავთობ საბადოებით უმდიდრესი სპარსეთის ყურე ამერიკის სტრატეგიული ინტრერსების ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტია და ეს ინტერესი ნათლათაა მოცემული ა.შ.შ.-ის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიაში.
ნავთობის როლი ა.შ.შ-ის ენერგეტიკაში, უახლოეს მომავალში შეუცვლელი დარჩება და უფრო მეტიც გიზრდება კიდეც.იმ შემთხვევაშიც კი თუ ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენებს მთელს თავის ნავთობ რესურსებს, იგი მაინც ვერ მოახერხებს თავისი ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მას გააჩნია მსოფლიო ნავთობის მხოლოდ 2.6% რაც არასაკმარისა, მაშინ როცა ა.შ.შ. მოთხოვნა მის რესურსებს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება. ცალსახაა, რომ კასპიის ყურის ნავთობი და სტაბილურობა რეგიონში მისთვის სასიცოცხლო ინტერესს იძენს.აქ არის მსოფლიო დაზვერილი ნავთობსაბადოების დაახლოებით 64% და ბუნებრივი აირის 34%. მოსალოდნელია, რომ 2020 წლისთვის მსოფლიო ნავთობის 56% სწორედ აქ იწარმოება. ა.შ.შ.-ს ნავთობ მოთხოვნის უდიდესი წილი სწორედ ამ რეგიონის ნავთობით კმაყოფილდება. ასევე მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების მოთხოვნები.უახლოეს პერსპეკტივაში მოსალოდენელია ამ დამოკიდებულების ზრდა რადგანაც განუხრელად იზრდება მსსოფლიოში ნავთობის მოხმარება.მოკლედ ნავთობის მომპოვებელთა
და მის მომხმარებელთა შორის დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად,
სტაბილურობა რეგიონში სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი ხდება მსოფლიო წამყვანი ქვეყნებისათვის და განსაკუთრებით ნავთობის უდიდესი მომხმარებელ ა.შ.შ-სთვის.
ისმის კითხვა, რა საფრთეები შეიძლება დაემუქროს ამ რეგიონს და რა არის რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორები? რეგიონის ზოგად დაძაბულობის უმთავრესი მიზეზებია:
• ისრაელ-პალესტინის კონფლიკტი
• რეგიონის ეკონომიკური, დემოგრაფიული და პოლიტიკური პრობლემები.
• რეგიონში ტერორისტული და ექსტრემისტური ძალების მაღალი აქტივობა
• რეგიონის პოლიტიკური სისტემათა განსაკუთრებული სიჭრელე
• ირანის ატომური პროგრამა და მისი გეპოლიტიკური ამბიციები
მას შემდეგ რაც დამხობილ იქნა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, ჩემი აზრით სწორედ ირანი ხდება დესტაბილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი და საფრთხე რეგიონისთვის და შესაბამისად ა.შ.შ-ისთვის.რათა დავრწმუნდეთ ზემოთ თქმულში, საჭიროა მოკლედ გავეცნოთ მის გეო-პოლიტიკურ მდებარეობას და ამბიცებს.
Posted in უსაფრთხოების საკითხები, ყველა ერთად | Tagged ა.შ.შ., ატომური პროგრამა, ირანი, პოლიტიკა, უსაფრთხოება | 2 Comments »
გთავაზობთ ჩემს კიდევ ერთ ნაშრომს, რომელსაც აქტუალურობა არ დაუკარგავს და სავარაუდოდ არც არასდროს დაკარგავს .
კარფ ფონ კლაუზევიცი თავისი ნაშრომის “ომის შესახებ” მეორე ნაწილში, ომს განიხილავს როგორ ერთ მთლიან მოვლენას და საუბრობს ომისა და კამპანიის დაგეგმარებაზე.
ომის გეგმა ეს არის ერთ განსაკუთრებულ მოქმედებაში გაერთიანებული სამხედრო საქმიანობის ყველანაირი გამოვლინება, რომელსაც ერთი საბოლოო მიზანი აქვს.
კლაუზევიცის აზრით, ომი მხოლოდ იმ შმეთხვევაში უნდა დავიწყოთ როდესაც მკვეთრად გვექნება განსაზღვრული ის თუ რისი მიღწევა გვინდა ომით და ომის დროს.აქ იგულისხმება ომის პოლიტიკური მიზანი და ასევე ომის მთავარი სამიზნეები.აქედან განისაზღვრება ომში გამოსაყენებლი საშუალბათა და ძალთა ზომა-წონაც.
ავტორის აზრით, ომის ბუნებრივი მიზანი მოწინააღმდეგის განადგურებაა.ასეთ ომს იგი აბსოლუტურ ომს უწუდებს, ომი სადაც საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე მიდის.თუმცა არსებობს უამრავი ფაქტორი, ურთეიერთქმედება და ძალა რითაც სახელმწიფოებრივი ცხოვრება ეხება და ზემოქმედებს ომზე, რაც ქმნის განსხვავებებს ომის ზემოთმოცემულ მარტივ ფორმულირებასა და რეალობას შორის.ამიტომ, ავტორის აზრით ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ომს ცვალებადი ხასიათი აქვს და მერყეობს აბსოლუტურიდან რეალურამდე, იქამდე როგორიც ის შეიძლება ან გვხდება კიდევაც რეალობაში.
თუმცა კლაუზევიცი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ომის დაგეგმარებისას, მთავარ ორიენტირად აბსოლუტური ომი უნდა იქნას აღებული.
შემდგომ ავტორი თანმიმდევრულად აღწერს ომის აბსოლუტურ და ე.წ. რელურ ხასიათს.
აბსოლუტური ომის დროს, ომი აღსავსეა სხვადასხვა სახის ურთიერთქმედებებით.მჭიდროა კავშირი ბრძოლებს შორის რომლებიც ერთი-მეორეს მისდევენ.
ომის დროს წარმოქმნილი მთელი ეს ურთიერთქმედებები გულისხმობენ მხოლოდ ერთსსაბოლოო გამარჯვებას მოწინააღმდეგეზე. კლაუზევიცის თქმით, ნებისმიერ ომს აქვს კულმინაციის წერტილი, რომლის დროსაც მიიღწევა კიდევაც გამარჯვება.სწორედ კულმინაციის წერტილს მოყვება ის ფაზები სადაც იწყება დანაკარგებისა და მარცხის ეტაპები.საბოლოო გამარჯვებამდე (ანუ მოწინააღმდეგის განადგურებამდე) ავტორის თქმით არაფერია მოგებული ან წაგებული.ამ ყველაფერს მხოლოდ ომის დასასრული განსაზღვრავს.
ზემოარწერილი გადასახედიდან, ომი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რომლის ცაკლეულ ნაწილებს (წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს) მნიშვნელობა მხოლოდ ომის საბოლოო შედეგთან მიმართებაში აქვთ.კლაუზევიცი აღნიშნავს, რომ აბსოლუტურ ომს შეიძლება მეორე, ე.წ. “რეალური” ხასიათის ომი დავუპირისპიროთ.ასეთი ხასიათის ომის მსვლელობა შედგება ცაკლეული წარმატებიბისაგან.მასში მოქმედებათა წარმატება თუ წარუმატებლობა არაა ერთმანეთან დაკავშირებული.აქ ყველაფერი, რეზულტატების ჯამზე დაიყვანება, რომელთაგანაც ყოველი კონკრეტული აქტი შეიძლება აღებულ იქნას როგორც ცალკეული “სათამაშო ქვა” და არა როგორც რაიმე ერთ მიზანზე ორიენტირებული და ურთიერთქმედებაში მყოფი მოქმედება.
Posted in კლაუზევიცი, ომის თეორია, ყველა ერთად | Tagged კლაუზევიცი, ომი, ომის გეგმა, პოლიტიკა, სტრატეგია, ტაქტიკა | Leave a Comment »
ათენის საწყისი პერიოდის სტრატეგია
პელეპონესის ომში
(2006წ)
ბერძნულ-სპარსულ ომებში სპარტამ და ათენმა თავი გამოიჩინეს როგორ ელინური სამყაროს ყველაზე ძლიერმა სახელმწიოფოებმა.მიუხედავად იმისა რომ ამ ომებში სახელი გაითქვეს სპარტელებმაც, სწორედ ათენი იყო ის ძალა რომელმაც საბოლოოდ შეაკავა სპარსული ანექსია რეგიონში.სწორედ ათენელიბს გამარჯვებამ ზღვაზე სალამინთან საბოლოოდ განაპირობა სპარსეთის მარცხი ამ ომში, რამაც მომავალში გამოიწვია მცირე აზიის და ხმელთაშუაზღვის ქალაქების გამოსვლა სპარსული ბატონობისაგან.ასეულობით ასეთი ქალაქი შეუერთდა ათენს და ჩამოაყალიბეს საზღვაო კავშირი რომლის ცენტრიც თავიდან კუნძულ დელოსზე მდებარეობდა.მისი თვითოეული წევრი იხდიდა შენატანს.თუმცა მალე კავშირის სალარო გადატანილ იქნა ათენში და კავშირის წევრები ფაქტობრივად ათენის ვასალებად იქცნენ და ფინანსური ნაკადებიც რომელიც საერთო სალაროში იგზავნებოდა ათენის კონტროლის ქვეშ მოექცა.ამ ქალაქებიდან ხდებოდა უმარავი სხვადასხვას რესურსების შემოტანა;მაგალითად, კავშირის წევრებს არ ქონდათ უფლება სადმე ათენის გარდა გაეტანათ რკინა.ნელ-ნელა ათენი იქცა ნამდვილ საზღვაო
ქვეყნად.ყოველივე ზემოთ ნათქვამმა განაპირობა ათენის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება.”საზღვაო ნაცია” სულ უფრო და უფრო ავიწროებდა ხმელეთის ხალხს.დემოკრატია , რომლის ეკონომიკურ საფუძველსაც ვაჭრობა და ათენის საზღვაო კავშირები წარმოადგენდა, განვითარებასთან ერთად ავტომატურად ავიწროვებდა ოლიგარქიას რომელიც ტრადიციულად მიწადმოქმედ მოსახლეობას ეყრდნობოდა. მას შემდეგ რას ათენი ფაქტობრივად ეგეოსის ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის მმართველად იქცა მმართველი დემოკატიული წრეების ინტერესი სწორედ დასავლეთით მათი გავლენის ზრდა იყო.
მეორე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა ე.წ. პელეპონესის კავშირი ოლიგარქიული სპარტას თაოსნობით.ამავე კავშირში შედიოდა მეგარა, კორინთო და ბეოტეა, ის ქალაქები რომლების გზაზე ედგნენ საბერძნეთის დასავლეთით გაფართოებას და ათენის ამ მცდელობაში სამართლიანად ხედავდნენ საფრთხეს თავინათი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის.შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ეკონმიკურ-პოლიტიკური დაპირისპირება, ორ სხვადასხვა ძალას შორის, გახდა მიზეზი პელეპონესის ომისა.
სანამ უშუალოდ ომის საბაბსა და მიმდინარეობაზე გადავიდოდე, მართებული იქნება თუ გავეცნობით დაპირისპირბული მხარეების სახელმწიფოს სტრუქტურასა და სამხედრო პოტენციალს.
Posted in სამხედრო ისტორია, ყველა ერთად | Tagged ათენი, ისტორია, საბერძნეთი, სამხედრო ისტორია, სტრატეგია, ძველი საბერძნეთი | Leave a Comment »
გაითვალისწინეთ, რომ ნაშრომი დაწერილია 2007 წელს. თუმცა შეიძლება ვინმესთვის საინტერესო იყოს, რადგან მისი ზოგირთი ნაწილი დღემდე აქტუალურია
იმისთვის,რომ ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ ქვეყანაზე და განვიხილოთ მისი გეოპოლიტიკური მგომარეობა და ადგილი თანამედროვე მსოფლიოში,საჭიროა გავეცნოთ ზოგად მონაცემებს ქვეყნის შესახებ.
ირანის ისლამური რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა.მისი ფართობი 1648000 კვ.კმ-ს შეადგენს. იგი ესაზღვრება; თურქეთს, ავღანეთს, პაკისტანს, ერაყს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს.მოსახლეობა 67 მლნ. ადამიანს უდრის(2003წ).აქდან 27 მლნ. სპარსელი,9 მლნ. აზერბაიჯანელი და 4 მლნ. ქურთია.ქვეყნის დედაქალაქია-თეირანი.გავრცელებული რელიგიებია შიიტური ისლამი.სუნიტური ისლამი,ზოროასტრიზმი და სხვა.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ უმთავრესი ადგილი მოსახლეობის რელიგიურ ცხოვრებაში შიიტურ ისლამს უკავია.ქვეყნის ძირითადი კანონია-ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც 1979 წელს იქნა მიღებული საერთო ნაციონალურ რეფერენდუმზე.სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო იმაღლესი საკანონმდებლო ორგანო-ერთპალატიანი ისლამური ნაციონალური კრება,ანუ მეჯლისია.ირანის ტერიტორია 24 ოსტანად (პროვინციად) იყოფა.იგი მდიდარია სასარგებლო წიაღირსეულით, განსაკუთრებით ნავთობითა და გაზით.ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა,ხოლო გაზის მარაგით მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება.
თითქმის სამიათასწლიანი ისტორიის მანზილზე ირანმა არა ერთი აღმავლობისა და დაცემის პერიოდი გამოიარა.მე არ შევეცდები მისი ისტორიის მიმოხილვას რადგან ამ შემთხვევაში ჩემი ინტერესის საგანი თანამედროვე ირანია.თუმცა აუცილებლად მიმაჩნია მოკლედ თვალი გადავავლოთ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
ომის შემდგომი წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანა პირდაპირ დამოკიდებული გახდა საგარეო ვალებზე და ამერიკის სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებაზე.1954 წელს ირანი ბაღდადის პაკტს შეუერთდა,რითაც ფაქტობროვად უარი განაცხადა ქვეყნის ნეიტრალურ პოზიციაზე.1957 წელს მირებულ იქნა ე.წ. “ეიზენჰაუერის დოქტრინა” და უარყოფილ იქნა საბჭოთა კავშირის წინადადება თავდაუსხმელობის პაკტზე ხელის მოწერის შესახებ,რადგანც ამ დოკუმენტის მიგება ავტომატურად გამოიწვევდა ამერიკასთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გართულებას.თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამერიკული დახმარების უდიდესი წილი ქვეყნის სამხედრო ხარჯებზე მიდიოდა.სახელმწიფოს სამხედრო დანახარჯები 4-ჯერ აღემატებოდა შიდა ეკონომიკურ ინვესტიციებს.ირანი ჩაძირულ იქნა საგარეო ვალებში, რომლის გადახდასაც მხოლოდ ახალი ვალების აღებით ახერხებდა.ყოველივე ზემოარნიშნულმა გამოიწვია ქვეყნის ღრმა ეკონომიკურ-პოლიტიკურ კრიზისი.
შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში შაჰმა გადაწყვიტა გაეშვა მეჯლისი და დაეწყო ეკონომიკური გარდაქმნები.”თეთრი რევოლუციის” პერიოდი აღსანიშნავია როგორც აქტიური რეფორმიზმისა და შედეგად,სამრეწველო აღმავლობისა და ნავთობდოლარების შემოდნების ხანა.მიუხედავად არსებული პროგრესისა “თეთრი რევოლუციას” თავისი სერიოზული მინუსებიც აღმოაჩნდა.ქვეყნის მოდერნიზაციის ტემპები ზედმეტად სწრაფი აღმოჩნდა,რეფორმები და ახლი ბურჟუაზიული ნორმები არ ითვალისწინებდა ირანის ნაციონალირ-რელიგიურ თავისებურებებს რამაც გამოიწვია ქვეყნის შიგნით არსებული ტრადიციული მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელსაც სათავეში შიიტური სულიერი ლიდერები ჩაუდგნენ სათავეში.
Posted in უსაფრთხოების საკითხები, ყველა ერთად | Tagged გეოპილიტიკა, გლობალური უსაფრთხოება, ირანი | Leave a Comment »
ომის ოთხი თაობა
თანამედროვე სამხედრო თეორიაში ომებს ზოგადად ყოფენ ოთხ თაობათ.ქვემოთ თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ ამ თაობებს დ მის მთავარ განმასხვავებელ ნიშნებს.ნუმერაცია სათავეს იღებს ვესტფალიის შემდგომი პერიოდიდან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო არენაზე გამოსვლას იწყებენ ე.წ. ნაცია სახელმწიფოები.
პირველი თაობა
•დაახლოებით მოიცავს 1648-1860 წწ;• ხაზისა და კოლონის ტაქტიკა სადაც ბრძოლის ველი უკვე დისცპლინირებული და ორგანიზირებულია;•ორგანიზირებულმა ბრძოლის ველმა შექმნა სამხედრო დისციპლინის კულტურა;•უმრავლესობა ნიშნებისა რაც განასხვავებს სამხედროებს სამოქალაქოებისგან სწორედ ამ პერიდში შეიქმნა: უნიფორმები, მისალმებები, წოდებათა დიფერენცია.
ვესტფალიის ზავი
- სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ფუნდამენტურ უფლებას;
- სახელმწიფოთაშორის (ლეგიტიმური) თანაშწორობის პრინციპს;
- ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს.
მეორე თაობის ომი
Posted in ომის თეორია, სამხედრო ისტორია, ყველა ერთად | Tagged ომი, ომის ევოლუცია, სამხედრო ისტორია | Leave a Comment »
![cartoon07 [320x200]](http://skiamakia.files.wordpress.com/2009/12/cartoon07-320x2001.jpg?w=300&h=287)





